დათი ქოქრაშვილი იუბილარია. მოზარდი 9 წლის გახდა. დათი ამჯერად გერმანიაში იმყოფება და რამდენიმე დღეში უკვე სამშობლოში იქნება.

„დღეს ყველაზე მაგარი ბიჭის დღეა. დათის გაუმარჯოს. გილოცავ ჩემო ოქრო, მინდა ჯანმრთელი და ბედნიერი გვყავდე. მიყვარხარ და მენატრები.“ - დაწერა ისრაელში მცხოვრებმა, დათის ოჯახის ახლობელმა თეა ცხადაძემ.

ცნობისთვის, 2022 წლის 31 მარტს, თბილისში, შარტავას გამზირზე 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი დაეჯახა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.