პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლაშა ღლონტი 78 წლის დედის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ საუბრობს:
„რაღაცნაირი გრძნობაა დედა, ენით აღუწერელი. პატარა რომ ვიყავი, ჩემს სახლში სულ იყო ჩართული ჰამლეტ გონაშვილი, „ცისფერი ტრიო“, რეი ჩარლზი, აუთოვებდა თუ რას აკეთებდა, ფონად იყო ჩართული.
ერისთავის ქალბატონია და თავისი ერუდიციით, საქციელით, პატივისცემით განგაწყობდა. არასდროს არაფერი დაუძალებია, სულ მინდოდა, მისგან რაღაც მესწავლა. დედაჩემი თეთრი ანგელოზია. დედა 78 წლისაა და თუ რამე ძალიან არ გაუჭირდა, არასდროს შეგაწუხებს. დღესაც დაცული ვარ მისი არსებობით… თვითონ შეიძლება, ძალიან ცუდად იყოს, მე რომ დამინახავს, ჩემს დას, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, ეს არის მისი ცხოვრება… ისე წყნარად ვარ ხოლმე, როცა შევეხმიანები და ხმას გავიგონებ, ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ. ჩემს სიმღერას როცა უსმენს, ყველაზე ბედნიერია, სიყვარულს სიმღერით გამოვხატავ… როცა სიმღერის ჩასაწერად შევდივარ, ერთ-ერთი, ვისთვისაც ვმღერი, დედაა…“