დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რაჭაში, სტიქიის შედეგად დაღუპული ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილები დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა, სადაც ნატოს მეუღლე და ბავშვების მამა გიორგი დუდაშვილიც იმყოფებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველი.
„უსამართლობაცაა და უსამართლობაც… ტანჯვაცაა და ტანჯვაც… უბედურებასაც ქონია გრადაციები… გააზრებაც კი შეუძლებელია მისი შემზარავი მდგომარეობის… რა ვუსურვო ეგეც არ ვიცი… მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, მაგრამ ვერ ვიზიარებ მის მწუხარებას, ჩემს ძალებს აღემატება…“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ამ დრომდე კვლავ გრძელდება 2 დაკარგული ადამიანის ძენბა-შველის სამუშაოები. 25 აგვისტოს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ მედიას აცნობა, რომ ნაპოვნი 31 ადამიანიდან უკვე ამოცნობილია 28 ადამიანი.