„ვერ ვგრძნობ, რომ 91 წლის ვარ... სიბერე ცოტა ძნელია...“ – ეთერ დარჩიას ისტორია, რომელიც ვარდისფერში გამოწყობილი დაბადების დღეზე მიიჩქაროდა

eteri

91 წლის ეთერ დარჩია, რომელიც ვარდისფერებში ჩაცმული დაბადების დღეზე მიიჩქაროდა , თავის ცხოვრებასა და სურვილებზე , გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოში“ საუბრობს.

„ვერ ვგრძნობ რომ 91 წლის ვარ… მართალია, სიბერე ცოტა ძნელია, მაგრამ ვაჟკაცურად ვუმკლავდები ყველაფერს..

მიხარია ოჯახში სტუმრის შემოსვლა, ეს მაახალგაზრდავებს..

91 წლის ასაკში, მე, ვერ მნახავთ სახლში აჩაჩულ-დაჩაჩულს, სტუმარი რომ შემოვა, უნდა იფიქროს, აქ კარგი დიასახლისიაო...

შანსი რომ მქონდეს ახალგაზრდობაში დავბრუნდებოდი, იმიტომ რომ ლამაზი ცხოვრება გავატარე.. არასდროს სხვის ხარჯზე არ მიცხოვრია, ჩემი ხელფასი მქონდა.

ვისურვებდი, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ასევე ასაკოვანი ხალხი, მშვიდად იყოს და არ ჩხუბობდეს.. მინდა, რომ დაწყნარდნენ, ერთმანეთს უნდა შეეგუონ..

ყველა ოჯახი ტკბილად იყოს, როგორც მე და ჩემი შვილი ვართ...“, - ამბობს ეთერ დარჩია.

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც 2023 წლის დეკემბერში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ

ნიცა თავაძე მადრიდიდან გადაღებულ მხიარულ კადრებს აქვეყნებს

ბათუმში, მეხუთე თვეს დაბადებული 500-გრამიანი ახალშობილი, კლინიკიდან 2 კილოზე მეტი გაეწერა