ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც 2023 წლის დეკემბერში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ

ჰოროსკოპი

მორიელის სეზონიდან მშვილდოსნის სეზონზე გადასვლა ბევრი ადამიანისათვის შესამჩნევი იქნება და არაერთ ცვლილებას აღმოაჩენენ. გარდა ამისა, 22 ნოემბერს მზე მშვილდოსანში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზრდილ მოტივაციასა და ენთუზიაზმს, ამაღლებულ განწყობას ვიგრძნობთ. მაგრამ, ასტროლოგები ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს ასახელებენ, რომელთათვისაც 2023 წლის დეკემბერი შესაძლოა, შედარებით რთული და საყურადღებო იყოს და თითოეულ მათგანისთვის რეკომენდაციებსაც გასცემენ, თუ როგორ უნდა აირიდონ პრობლემები თავიდან:

ტყუპები

ტყუპებისთვის შესაძლოა, დეკემბერი საკმაოდ ემოციური პერიოდი აღმოჩნდეს და ერთგვარი გაურკვევლობაც იგრძნოთ. თქვენს გეგმებთან და მიზნებთან დაკავშირებით ეჭვები გაგიჩნდეთ და ვეღარ მიხვდეთ, რეალურად მიღწევადია, თუ არა ის, რასაც გეგმავთ. 6 დეკემბერს პლანეტა ნეპტუნი თევზების ნიშანში შედის, რაც თქვენს თავდაჯერებულობასა და ხასიათის ცვლილებაზეც აისახება და ოპტიმისტური ფიქრებიც გაგიჩნდებათ. ასტროლოგები მთავარი რჩევაა, რომ არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, ყველა შანსი გამოიყენეთ და ნუ მიეცემით იმედგაცრუებას. ემოციური პერიოდი მალე გადაივლის, საკუთარ თავში მოტივაციას კვლავ იპოვით და შეძლებთ იმ მიზნებისა და ოცნებების განხორციელებას, რაზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობთ.

კირჩხიბი 

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დეკემბრის თვეში უენერგიობასა და უმოტივაციობას იგრძნობენ. ემოციურმა ფონმა კი შესაძლოა, კომუნიკაცია გაგირთულოთ, საყვარელ ადამიანებთან, საქმიან გარემოში კონფლიქტის წამოწყების ინიციატორი გახდეთ და თავი ცუდად იგრძნოთ. ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ ზედმეტად გადაიღალეთ. საკუთარ თავზე აიღეთ ის პასუხისმგებლობები, რომლებიც საერთოდ არ იყო თქვენი ვალდებულება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ დრო განტვირთვისთვის, მშვიდად ყოფნისთვის აუცილებლად გამონახოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციურად თავს ცუდად იგრძნობთ და გარკვეული საქმეების შესასრულებლად მოტივაცია აღარ გეყოფათ. ეს კი შედეგზეც აისახება...წაიკითხეთ ვრცლად..

 

ასევე ნახეთ:

„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილი

დატბორილი საზღვაო კურორტები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სანიაღვრე სისტემა - მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უტევს