ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან გრიგოლ ბესელიასთან და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსთან გიორგი ხურციასთან ერთად, ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორები მოინახულა.
ვაჟა სირაძემ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მოისმინა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა პატრულ-ინსპექტორებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
მიმდინარე წლის 20 იანვარს, ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე შეტყობინების საფუძველზე მისულ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებს ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქე დანით თავს დაესხა. აღნიშნულმა პირმა მისი განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს: რეზო ქარცხიას, რამაზ ბერიძესა და ავთანდილ დოლიძეს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა.
სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაჭრილი პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603