ვანის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა

ვანის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტში, ჯეო ჰოსპიტალსი სამედიცინო ცენტრში, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, აცრის მსურველთა ორგანიზებული ვაქცინაცია ჩატარდა.

მთელი დღის მანძილზე , ვაქცინაციის პროცესს ადგილზე აკვირდებოდა მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე.იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია დაიწყო, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს აღნიშნულ ასაკობრივ ჭრილში.

სწორედ ამ ასაკის მოსახლეობისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებული ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს.

მოსახლეობის დიდი რაოდენობისა და აღნიშნულ ასაკში აცრის დაბალი მაჩვენებლის მიხედვით, პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით შეირჩა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, მათ შორის ვანის მუნიციპალიტეტი, სადაც დღეს მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა , მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აცრის მსურველი მოქალაქეების ორგანიზებული ვაქცინაცია.

კამპანია გაგრძელდება და საბოლოოდ, მოიცავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც ამ ასაკის მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია.

ვაქცინაციის კამპანიის ორგანიზებასა და საჭიროების შემთხვევაში სოფლების ამცრელი ჯგუფით და ვაქცინით უზრუნველყოფას სამინისტროს ააიპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ახორციელებს. პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობები.