კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს
1747753068
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები განიხილება, ჟურნალისტმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
ხუზმიაშვილის განცხადებით, ჩხრეკის საფუძველი „ომეგაში“ გახდა მაშინდელი მთაწმინდის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა სონღულაშვილის, გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი „ომეგას“ ყველა ოფისში, თუმცა ტელეკომპანია „იბერია“ ჩუბინაშვილის 41 ნომერი ამ ჩხრეკაშია არსადა არ იყო მითითებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფორმალური სახეც არ დაიცვეს და ისე შევარდნენ ტელეკომპანია „იბერიაში“.
„გენერალურ პროკურატურაში ტარდება ბრიფინგი მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ „ომეგას“ ოფისებში და მათ შორის, ტელეკომპანია იბერიაში აღმოჩენილია სიგარეტის აქციზური მარკების საბეჭდი კლიშეები. თუმცა, კონკრეტული ვიდეო მასალა არავის არაფერი არ წარმოუდგენია. ჩხრეკის საფუძველი გახდა ამ კომპანიებში მაშინდელი მთაწმინდის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა სონღულაშვილის, გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი „ომეგას“ ყველა ოფისში, თუმცა ტელეკომპანია „იბერია“ ჩუბინაშვილის 41 ნომერი აი ამ ჩხრეკაშია არსადა არ იყო მითითებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფორმალური სახეც არ დაიცვეს და ისე შემოვარდნენ ტელეკომპანია „იბერიაში“. იქ პრაქტიკულად ისეთი სიტუაცია იყო, რომ ქვეყანაში ოპოზიცია დარჩენილი არ იყო. შევარდნაძის ხელისუფლება წავიდა, რამდენიმე ოპოზიციის წარმომადგენელი იყო მხარდაჭერასაც ვერ ვიღებდით. ოპოზიცია არ იყო ქვეყანაში, რევოლუციურ ეიფორიაში იყო საზოგადოება მაშინ და სულ რამდენიმე ადამიანი იყო მოსული. რამდენიმე საათში „იბერიას“ შენობიდან გავიდა სპეცდანიშნულების რაზმი, თუმცა „ომეგას“ ყველა ოფისში შეიყვანეს შინაგანის ჯარები“-განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.
ხუზმიაშვილის თქმით, გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი დაითხოვდნენ, დაპატიმრებული ნომერი გატანებას, რაზეც პასუხად მიიღეს სროლა, პირდაპირ ცეცხლი გახსნეს გაზეთის თანამშრომლების მისამართით.
„დაახლოებით 10 დღეში გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“ სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი და ითხოვდნენ, რომ ეს დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო და პასუხი იყოს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა, გახსნეს პირდაპირ ცეცხლი. გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლების მისამართით, ერთ-ერთი ტყვია წინ გადიოდა გაზის მილი იმას მოხვდა. იქ რომ ადამიანი მდგარიყო თავისუფლად შეიძლებოდა ეს ტყვია მოხვედროდა“-განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.