გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ემიგრანტი შვილი, საბერძნეთში. 44 წლის მერაბ ლატარია. სამწუხარო ინფორმაციას „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„დილით როცა სამუშაოდ წავიდა, ცოცხალი და ჯანმრთელი დატოვა შვილი, ჩვეულებისამებრ თვალები და შუბლი დაუკოცნა და გულში მაგრად ჩაიკრა.... საღამომდე დედი, შვილო, მერაბ, ჩემო ანგელოზო, აბა შენ იცი, მე მალე დავბრუნდებიო.
უცებ გაისმა განწირული ემიგრანტი დედის ბღავილი, მიშველეთ! შემდეგ რაც მოხდა, ამის წარმოდგენაც არ მინდა. რა დღეში ჩავარდებოდა ქალბატონი ლელა... 25 წელია ზუგდიდიდან შვილი წამოიყვანა, რომ მასთან ჰყოლოდა, 25 წელი ერთად ასე ტკბილად იყვნენ, როგორც აი ამ ფოტოზეა, მერაბი და ლელა ასე უნდა ყოფილიყვნენ კიდევ დიდხანს, მაგრამ არ დასცალდათ...
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას, ემიგრანტი შვილის მერაბ ლატარიას გარდაცვალების გამო. ვუთანაგრძნობთ ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
ღმერთო აცხონე და დედამისს მიეცი ძალა, რომ იცოცხლოს... იცოცხლოს... მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: „დედა მოგიკვდეს შვილო“. - წერს შოთო სიხარულიძე.