უნიჭიერესი ქართველი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი გოგი ხარაბაძე გამოაკლდა ჩვენს რიგებს - კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე გოგი ხარაბაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება კალაძემ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

„მრავალმხრივი შემოქმედი - უნიჭიერესი ქართველი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი გოგი ხარაბაძე გამოაკლდა ჩვენს რიგებს.

თეატრსა და კინოში შესრულებული გენიალური როლების გარდა, გოგი ხარაბაძე 6 წიგნისა და 120 აუდიოდისკის ავტორია.

მთელი გულით ვიზიარებ გოგი ხარაბაძის ოჯახის წევრების, კოლეგების, ქართული კინოსა და თეატრალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს“, - წერს კახა კალაძე.

მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.