უნდა გადავაჩვიოთ თუ არა ბავშვი ცაციობას

უცხოეთი ცაცია

ვინი განსაზღვრავს ჩვენს ყველა ქმედებას, არეგულირებს ორგანიზმის მუშაობას, აკონტროლებს ქცევას.როგორც აღმოჩნდა, ჩვენ შეგვიძლია თავის ტვინის ნახევარსფეროების კოორდინირებულ მუშაობაზეც ვიზრუნოთ. გასაოცარია, მაგრამ ბავშვი ტვინის ორი მარჯვენა ნახევარსფეროთი იბადება. ეს, რა თქმა უნდა, ხატოვანი თქმაა. საუბარია თავის ტვინის ნახევარსფეროების ფუნქციურ სპეციალიზაციაზე. შემდგომ, ბავშვის ზრდასთან ერთად, ვლინდება მარცხენა ჰემისფეროს ფუნქციებიც. ამ პროცესის სტიმულატორი კი არის მეტყველების ათვისება და საკუთარი თავის შეცნობა. სწორედ ამის გამო იჩენს თავს მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების ფუნქციები სამი წლის ასაკის კრიზისის შემდეგ - ვლინდება, ცაციაა თუ არა ბავშვი.

მარცხენა ჰემისფეროს დომინირებისას ბავშვი უპირატესად მარჯვენა ხელს იყენებს, ხოლო მარჯვენა ჰემისფეროს დომინირებისას - მარცხენას.

მთელის ორი ნაწილი

შვიდი წლისთვის ბავშვს სავსებით უნდა ჰქონდეს განვითარებული, უპირველეს ყოვლისა, მარჯვენა ჰემისფეროს ფუნქციები. მოდი, გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს.

მარჯვენა ჰემისფერო განაგებს მუსიკალურ და მხატვრულ შემოქმედებას, ინიციატივას, ხატოვან აზროვნებას, ნახევარსფეროთა შორის ურთიერთქმედებას, ხოლო მარცხენა - მეტყველებას, წერისა და კითხვის უნარს, აბსტრაქტულ აზროვნებასა და ლოგიკურ გადაწყვეტილებებს, მოტორულ სფეროს. ეს ფუნქციები მაქსიმალურად მოწაფეობის პერიოდში ვითარდება.

მოძრაობა სტიმულია

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის აუცილებელია მისი მაღალი ფიზიკური აქტიურობა. თავის ტვინის ნახევარსფეროებისა და მათ შორის კავშირის განვითარების სტიმულირებისთვის სასარგებლოა კინეზოლოგიური ვარჯიშების კომპლექსი.

კინეზოლოგია მეცნიერებაა მოძრაობის შესახებ. ის ემსახურება მოძრაობათა გამოყენებას ადამიანის სულიერი და ფიზიკური განვითარებისთვის. როდესაც ბავშვი რეგულარულად ასრულებს შემხვედრ მოძრაობათა კომპლექსს, წარმოიქმნება თავის ტვინის ნახევარსფეროების დამაკავშირებელი უფრო მეტი ნერვული ბოჭკო, ეს კი ხელს უწყობს ბავშვის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განვითარებას. განაგრძეთ კითხვა...