News Hub: გიორგი ისაკაძე - „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმის მთავარი როლის შემსრულებელი
1735226460
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაო ამ დრომდე მიმდინარეობს. სამძებრო არეალი გუმათჰესის ტერიტორიამდე აღწევს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ მონაკვეთში მდინარის კალაპოტი შეცვლილია.
კალაპოტებში ნაპოვნია საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა, რის გამოც იმატებს დაკარგულების პოვნის ალბათობა. სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.
დღეს დილით დადასტურდა, ზაზა მესხის გარდაცვალება. მისი ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით იპოვეს.
„ზაზა, მქონდა პატივი შენთან მეგობრობის! მადლობა ყველაფრისთვის!
დედამ-შვილი, დამ - ძმა, ნათესავებმა - ნათესავი, საქართველომ კი ერთგული, პატრიოტი, თანამემამულე დაკარგა
ძალიან მძიმეა, ზაზასთან ერთად საქართველომ მისი შვილების სახით ღირსეული ქართველები დაკარგა!
როგორი რთულია ეს ყველაფერი, ვუსამძიმრებ ოჯახს, ნათესავებს და საქართველოს
ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა - მისი ცხედარი ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით, 24 აგვისტოს იპოვეს.
ალინა და ზაზა, სამ მცირეწლოვანთან ერთად, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მოყვნენ. ამ დრომდე ნაპოვნია ალინა პოლიკოვსკას, ზაზა მესხისა და ზაზას უფროსი შვილის ცხედრები“,-წერს ჟურნალისტი ლევან ჭითანავა.
„უმძიმესია ჩემთვის ეს რეალობა... ნეტავ, არც მცოდნოდა ვინ იყო... 13 წელი გაგრძელდა ჩემი და ზაზას ურთიერთობა... ღირსეული ქართველი იყო ემიგრაციაში... ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ემიგრაცია გლოვობს ზაზას და მის ოჯახს“,- წერს ჟურნალისტი გიორგი ბერიძე.
ასევე ნახეთ:
„ცუდი ამბის მაცნე ვარ...“ - რას წერს ჟურნალისტი სტიქიის ზონიდან
პუტინის კლანის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ - როგორ იგეგმება პოლიტიკური მკვლელობები
“მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნით აწერია ალინა…” - რას წერენ ზაზა მესხზე