VIDEO: მგზავრმა, თვითმფრინავის ჩამოგდებამდე და მას შემდეგ, თავისი მეუღლისთვის ემოციური ვიდეო გადაიღო
1735280058
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაო ამ დრომდე მიმდინარეობს. სამძებრო არეალი გუმათჰესის ტერიტორიამდე აღწევს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ მონაკვეთში მდინარის კალაპოტი შეცვლილია.
კალაპოტებში ნაპოვნია საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა, რის გამოც იმატებს დაკარგულების პოვნის ალბათობა. სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.
„ცუდი ამბის მაცნე ვარ: ზაზა მესხის დაღუპვა დადასტურდა - მისი ცხედარი ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ-ის მოშორებით, 24 აგვისტოს იპოვეს.
"რამდენიმე დღის წინ, ქალბატონის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა "ზაზა".
გუშინ მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია "ალინა".
ეს ზაზას და ალინას სურათია, ორთავე ბეჭდით ერთად, ახლახანს ზაზას 50 წლის იუბილეზე გადაღებული.
- განისვენოს შენმა სულმა იქ, სადაც მართალნი განისვენებენ..." - წერს ზაზა მესხის ოჯახის წევრი, რაფაელ გოგიტიძე.
გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი ზაზას ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს - ზაზა ნამდვილად მთელ ქვეყანას დააკლდა, არამარტო მის ოჯახს...
ალინა და ზაზა, სამ მცირეწლოვანთან ერთად, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მოყვნენ. ამ დრომდე ნაპოვნია ალინა პოლიკოვსკას, ზაზა მესხისა და ზაზას უფროსი შვილის ცხედრები“,-წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.
ასევე ნახეთ:
პუტინის კლანის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ - როგორ იგეგმება პოლიტიკური მკვლელობები