რისთვის აქვს უნიტაზს წყლის ჩარეცხვის ორი ღილაკი და არა ერთი: საქმე მხოლოდ წყლის დაზოგვაში არ არის
1769883043
ვულოცავ ყველას, ვინც გაზაფხულის, განახლების, ბუნების გამოღვიძების და ახლიდან დაბადების დღესასწაულს - ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„თბილისისთვის, როგორც კულტურულად, ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი ქალაქისთვის და მისი მცხოვრებლებისთვის ტრადიციულია ერთმანეთის დღესასწაულების აღნიშვნა, ლხინის, სიხარულის გაზიარება.
გილოცავთ! გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, წინსვლას და წარმატებებს!“, - წერს კახა კალაძე.
ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება.