სუპერ ელ-ნინიო ძლიერდება - რას უნდა ველოდოთ 2027 წლისთვის
1788983856
უკრაინაში ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს დავით რატიანსა და გია ბეროშვილს დღეს დაკრძალავენ.
დავით რატიანს ქაშუეთის ტაძრიდან, გიორგი ბერიაშვილს კი მარიამ ეგვიპტელის ეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.
მანამდე კი ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილი მებრძოლების ხსოვნას პატივს მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ოჯახის ახლობლებთან ერთად მიაგებენ.
ორივე მებრძოლს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, გიორგი ბერიაშვილი და დავით რატიანი რუსულ აგრესიას ირპენში ემსხვერპლნენ.