უფასო სამედიცინო სკრინინგის აქცია გაიმართა ზუგდიდში - ადგილობრივმა მოსახლეობამ კიბოს, B და C ჰეპატიტების, შიდსის ადრეული დიაგნოსტიკის კვლევები ჩაიტარა

კი

უფასო სამედიცინო სკრინინგის აქცია გაიმართა ზუგდიდში - ადგილობრივმა მოსახლეობამ კიბოს, B და C ჰეპატიტების, შიდსის ადრეული დიაგნოსტიკის კვლევები ჩაიტარა.

ღონისძიება "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში მოეწყო. პარალელურად, სამუშაო სემინარი გაიმართა ოჯახის ექიმებთან, რომელთაც დაავადებათა დროულ გამოვლენაში მთავარი როლი ეკისრებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფასო სკრინინგის აქციები ქვეყნის მასშტაბით წლის ბოლომდე გაგრძელდება.

✕