პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„იდენტიფიცირებულები არიან პირები, რომლებიც თვეების განმავლობაში წვავდნენ საბურავებს და წამლავდნენ უამრავ ადამიანს გლდანის რაიონში“ - ამის შესახებ საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ვწერ ამბის შესახებ. იდენტიფიცირებულები არიან პირები, რომლებიც თვეების განმავლობაში წვავდნენ საბურავებს და არ მომერიდება ამის თქმა, წამლავდნენ უამრავ ადამიანს გლდანის რაიონში!
მიმდინარეობს გამოძიება, ტექნიკა გადაყვანილია საჯარიმოზე, პროცესებში ჩართულია გარემოს დაცვის სააგენტო და მუნიციპალური ინსპექცია. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილსერვის ჯგუფს და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული მუშაობისთვის“, - წერს ზარნაძე.