პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ22-კმ35 მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სოფელ ჩარგალში მისასვლელ (ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი) საავტომობილო გზაზე ხევის გამონატანებმა გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით:
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად, აღნიშნული საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული მიწა-კლდის მასის გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრზე (სოფელი უწერა) ავტოტრანსპორტის გადაადგილება ასევე აღდგენილია. შეგახსენებთ, რომ ინტენსიური წვიმის შედეგად აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე ადიდებული მდ. რიონის გადმოსვლის გამო, დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა