უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის გამო ფარავნის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

ფარავანი

 უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის გამო ფარავნის უღელტეხილის საავტომობილო გზაზე  მოძრაობა შეზღუდულია.

აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გომი- სავანეს მონაკვეთზე, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობა სრულად იკრძალება გუდაური კობის მონაკვეთზეც, მიზეზი გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავ საშიშროების საფრთხეა. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.