აავსეთ ჭიქა წყლით და უთხარით თქვენი სურვილები – ნათლისღების წყლის ძალას სასწაულის მოხდენა შეუძლია
1768765461
ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, მესამე დღეა, შეზღუდვები მოქმედებს. გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის.
უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. უამინდობის გამო, რეგიონში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.
დიდთოვლობა გახდა მიზეზი, რის გამოც კახეთის მასშტაბით აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდა. "ენერგო პრო ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ ტექნიკური სამსახურები აქტიური რეჟიმით მუშაობენ.
"უამინდობას რეგიონისთვის რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არ შეუქმნია. მუნიციპალური სერვისები 24 საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული. იწმინდება გზები, იშლება ტექნიკური მარილი. შეზღუდვა რჩება მუნიციპალურ ტრანსპორტზე, მგზავრთა უსაფრთხოების თვალსაზრისით. რა შეეხება ელექტროენერგიას - მცირე, ლოკალური შეზღუდვები გვაქვს გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში. "ენერგო პრო" ინტენსიურად მუშაობს აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. მუნიციპალური სერვისები მობილიზებულია იმისთვის, რომ მყისიერად უპასუხონ ყველა გამოწვევას", - აცხადებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე.