1693080603
“უამინდობა და ყინვა მთელი ქვეყნის მასშტაბით” - როდის გამოიდარებს საქართველოში

თბილისში დღესაც თოვლია მოსალოდნელი.
ამინდის განახლებულ პროგნოზზე „პრაიმტაიმთან“გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე საუბრობს.
"20-21 თებერვლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ველოდებით ტემპერატურის კლებას, მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ზოგან მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპის სახით. საღამოს, უმეტეს ნაწილში იქნება თოვლი, ზოგან ძლიერი. დღის საათებში ტემპერატურა +1 +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია, ნისლი და ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.
22-23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში, შედარებით გამოიდარებს, ნალექის ინტენსივობა შემცირდება, მაგრამ თოვლიანი ამინდი 24 თებერვლამდე შენარჩუნდება“,- თქვა „პრაიმტაიმთან“ სვეტლანა ნიორაძემ