„უახლოეს მომავალში მელოდება…“ - რა იწინასწარმეტყველა საკუთარ თავზე გოგა მანიამ

გოგა მანია

ეზოთერიკოსი, გოგა მანია „პრაიმტაიმს“ ხშირად აძლევს ინტერვიუს და ახლა, ის ახალ წინასწარმეტყველებაზე გვესაუბრება. მას მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ენერგეტიკულად დაზიანებულები არიან და გათავისუფლება სურთ.

ასევე, გოგა ხშირად აფრთხილებს მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამბობს, რომ ეს ბუნებრივი ძალა ბავშვობიდან აქვს და განსაკუთრებით, დედის გარდაცვალების შემდეგ მოხდა მის ცხოვრებაში გარდატეხა.

გოგა თავის ახალ წინასწარმეტყველებაში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ის საქართველოზე საუბრობს.

მან საკუთარ თავზე ისაუბრა და თქვა, რომ მასაც ელის განსაცდელი.

„მინდა ვთქვა, რომ მეც მელოდება პატარა განსაცდელი უახლოეს მომავალში, რომელსაც ვგრძნობ, რატომ ვამბობ ამას საკუთარ თავზე, რამდენჯერაც რაღაცა მოხდა, ესეც ბოროტ ძალებს უკავშირდება, რომელსაც ჩემს მიმართ უშვებენ. რადგან მე ვაკეთებ ეგზორციზმს და მათგან ადამიანებს ვეხმარები, შემდეგ უკვე ისინი გადმოდიან ჩემზე და კეთდება ენერგეტიკული სხვადასხვა დარტყმა“,- ამბობს ეზოთერიკოსი.