66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ადამიანებს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
მისი თქმით, ადამიანებმა დღემდე ვერაფერი გავიგეთ, გარდა იმისა, რომ სინათლე თვალს გვჭრის და ვაქრობთ.
„გილოცავთ ხარებას. 2022-ე სიხარულს, მოლოდინს და იმედგაცრუებას, რომ ტყუილად მოვიდა და ეცვა ჯვარს. მაინც ვერაფერი გავიგეთ ადამიანებმა, გარდა იმისა, რომ სინათლე თვალს გვჭრის და ვაქრობთ“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ტარდება.