„თვალმაც შეიყვარა და გულმაც, ისეთი მრავალფუნქციური სივრცე გაიხსნა თბილისში“ - როგორ აფასებენ „Axis Towers-ს“ ინფლუენსერები

Axis

„დედაქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე „Axis Towers-ი“ ოფიციალურად გაიხსნა. უნიკალური არქიტექტურით, მასშტაბითა და მრავალფუნქციურობით გამორჩეული „ Axis Towers“-ი უკვე გახდა ქალაქის ახალი მიზიდულობის ცენტრი. „Axis Towers-ის“ გახსნას ესწრებოდნენ ცნობილი ადამიანები და ინფლუენსერები, რომლებმაც საზოგადოებას საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

„თვალმაც შეიყვარა და გულმაც“- ასე აფასებს ტყუპ ცათამბჯენებს პიარ სპეციალისტი და ინფლუენსერი თეონა თაბაგარი.

„„შენობა - არა, თქვენობაო" - ასეთმა ფრაზამ გაიჟღერა გუშინ,  “Axis Towers-ის” გრანდიოზული გახსნის დროს.  ნამდვილად ასეა, თვალმაც შეიყვარა და გულმაც, ისეთი მრავალფუნქციური სივრცე გაიხსნა თბილისში. ჰო, კიდევ, 37-ე სართულიდან განსაკუთრებით ლამაზი ყოფილა ჩვენი დედაქალაქი,“- წერს თეონა თაბაგარი სოციალურ ქსელში.

სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი და მარკეტინგული კომპანია Influencer.ge-ის დამფუძნებელი ნინა პერტენავა აღნიშნავს, რომ „Axis Towers-მა“ უკვე მოიგო მისი გული და დასძენს, რომ ყველა საქმე ასეთი მაღალი სტანდარტითა და გემოვნებით უნდა კეთდებოდეს.

„გუშინ ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს, ჩემ თვალწინ დაბადებული და გაზრდილი ბავშვის ქორწილში ვიყავი. „Axis Towers-ი“ მთელი თავისი მშვენებით წარდგა ჩვენს წინაშე. მეამაყება, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული პროექტი. მახსოვს, ბავშვობაში ქუჩის ამ მხარეს გავლაც კი არ გვიყვარდა ხოლმე, ყოველთვის ეულად მოჩანდა დიდი გალაქტიონის ძეგლი. დღეს კი რამდენიმე ნაკადი სინერგიულად ერწყმის ერთმანეთს და მათ ტურისტების, გურმანებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთა ნაკადებიც დაემატება. ჩემი რჩევაა, აუცილებლად ეწვიოთ 37-ე სართულზე ბარ „Weather Report-ს“, რომ ჩვენი ლამაზი ქალაქის აქამდე არნახულ ხედებს მოეალერსოთ. გაიხსნა 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანი“, რესტორანი „დიუმა“, რესტორნების და კაფეების საფეხმავლო ქუჩა და 25-მეტრიანი აუზი, მოძრავი გადახურვის კონსტრუქციით, უზარმაზარი ვერანდით, სპა-ცენტრით და სატრენაჟორო დარბაზით. ჩემი გული მოიგო „აქსისმა“, ქართული საქმე ასე უმაღლესი სტანდარტებით და გემოვნებით უნდა კეთდებოდეს!“ -აღნიშნავს ნინა პერტენავა.

კომპანია „გალფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელის, ნინჩო ჯიბლაძის თქმით, პროექტი თავიდან ბოლომდე შთამბეჭდავია. როგორც ჯიბლაძე სოციალურ ქსელში წერს, „Axis Towers-ი“ ახალი ლენდმარკი გახდა.

„ეს შენობები აშკარად ბრუნავს. დაახლოებით, ორი თვის წინ მქონდა შესაძლებლობა, დამეთვალიერებინა დეტალურად ეს უნიკალური ადგილი. დღეს უკვე „Axis Towers-ი“ გაიხსნა და ბედნიერებაა, რომ ასეთი ლენდმარკი შეიქმნა საქართველოში. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ადგილი გვაქვს შუა ქალაქში, თბილისის ცენტრში. ისეთი შთამბეჭდავია როგორც პროექტის იდეა, თვითონ პროექტი და განხორციელების ისტორია, ასევე სათითაოდ ყველა სართული, ყველა კუთხე, ყველა დეტალი - მართლა შოკისმომგვრელია. ყველას ვულოცავ, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ბევრი აპლოდისმენტი და აღფრთოვანება თქვენ,“ - წერს ნინჩო ჯიბლაძე.