1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თურქეთში, ანტალიის აეროპორტში დაფრენის შემდეგ Azimut Airlines-ის თვითმფრინავს Sukhoi Superjet 100-ს, ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას BBCავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
თვითმფრინავი სოჭიდან ანტალიის მიმართულებით მიფრინავდა და თურქეთში დაფრენა ცუდი ამინდის პირობებში მოუწია.
ცეცხლი თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავს გაუჩნდა, რის სავარაუდო მიზეზად, დაფრენის დროს თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკთან შეჯახება სახელდება.
მეხანძრე-მაშველებმა თვითმფრინავზე ხანძრის ჩაქრობა ოპერატიულად შეძლეს. ხანძრის დროს, ბორტზე 89 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.