ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში პეკინში, შანხაიში, გუანჯოუსა და ჩენგდუში როუდშოუები "Emotions are Georgia – China Roadshow 2026" მიმდინარეობს.
ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს შესახებ ვრცელი პრეზენტაციები ტარდება. ჩინელი ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები ეცნობიან საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.
პარალელურად პეკინის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა.
ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და უნიკალურ ბუნებას ეცნობიან.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის მთავარ მიზანს ჩინეთის სტრატეგიულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ჩინეთიდან ტურისტული ნაკადის მოზიდვაა.