ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამძიმრის წერილს ავრცელებს

ნიკო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მწვერვალ უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და პროფესიონალი სამთო გიდი. ნიკოლოზმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ტურიზმის, განსაკუთრებით კი სათავგადასავლო და სამთო ტურიზმის განვითარებაში.
მისი გარდაცვალება მძიმე დანაკარგია სრულიად ტურიზმისთვის.

ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ ნიკოლოზის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.