1769975663
„თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ღია საზოგადოება, რომელსაც ვდეკლარირებთ საკუთარ კონსტიტუციაში, ამ შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორი უნდა არსებობდეს“ - ნინო ჩხობაძე
"სამოქალაქო სექტორი, პირველ რიგში დემოკრატიის ატრიბუტია და თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ღია საზოგადოება, რომელსაც ვდეკლარირებთ საკუთარ კონსტიტუციაში, ამ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორი უნდა არსებობდეს" - ამის შესახებ, ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ, "რუსთავი 2-ზე" გადაცემაში "დებატები" ისაუბრა.
"ჩვენ ვაპროტესტებდით გამჭვირვალობის შესახებ კანონს 2023 წელს და მაშინაც ვთქვით, რომ არასამთავრობო სექტორის ასეთი სტიგმატიზაცია, სამოქალაქო საზოგადოებაში სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევდა. 2024 წელს კი, პირველად დავეჯახეთ ამას და ვიცით, რომ სტიგმატიზაცია ნამდვილად გამოიწვია. ძალიან ბევრ ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ აგენტი დასახელდა საქართველოში და მე ვარ ერთ-ერთი, რადგან დავრეგისტრირდი კიდეც. გარკვეულად ჩვენ ვიგრძენით ის, რომ სერიოზული დისკრიმინაცია განიცადა სამოქალაქო სექტორმა. სამოქალაქო სექტორი, პირველ რიგში დემოკრატიის ატრიბუტია და თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ღია საზოგადოება, რომელსაც ვდეკლარირებთ საკუთარ კონსტიტუციაში, ამ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორი უნდა არსებობდეს, თუ არადა ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა დიდი ხნის განმავლობაში, კომუნისტური პარტიის დროს - დემოკრატიულ ცენტრალიზმს,"- აცხადებს ნინო ჩხობაძე.
პოლიტიკური დებატები, თემაზე - ფინანსური გამჭვირვალობა თუ პოლიტიკური კონტროლი, გაიმართა.











