პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუს დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. კარგად ცნობილი მონაწილეების გულშემატკივართა არმია უკვე მობილიზდა, რომ თავიანთი რჩეულები ფინალში იხილონ. მაყურებელს ყველაზე კარგად, „პრაიმ ჰაუსში“ დავით გაფრინდაშვილის იგივე „ბზიკოს“ შესვლა დაამახსოვრდა, რადგან ამ ყველაფერს წინ სკანდალური განქორწინება უძღოდა
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა შეიცვალა „პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის მონაწილის ცხოვრებაში პროექტის დასრულების შემდეგ და გეგმავს თუ არა ALL STAR-ში მონაწილეობას.
- „ბზიკო“, პროექტის დასრულების შემდეგ აქტიურად აღარ ჩანხარ... შეცვალა თუ არა „პრაიმ ჰაუსმა“ შენი ცხოვრება, როგორ განვითარდა მოვლენები?
- „პრაიმ ჰაუსიდან“ გამოსვლის შემდეგ, დრო დამჭირდა, რომ რეალურ ცხოვრებაში ადაპტაცია გამევლო. რამდენიმე კვირაა, რაც აქტიურად დაიწყო ჩემი სამსახურებრივი საქმიანობა, კვლავ ჩემი პროფესიით ვმუშაობ. რეალითი შოუს შემდეგ, ჩემთან თანამშრომლობა არავის უნდოდა, მიუხედავად ამდენწლიანი კარიერისა, პირველივე შთაბეჭდილება „პრაიმ ჰაუსის“ გარშემო ტრიალებდა. ამ მხრივ, ეს ხელის შემშლელი ფაქტორი იყო. ამ ეტაპზე, ზუსტად ისეთივე ცხოვრება მაქვს, როგორიც - მანამდე.
- ყოფილი მონაწილეები ხაზგასმით ამბობენ, რომ „პრაიმ ჰაუსი“ მათ რეალიზებაში დაეხმარა, შენს შემთხვევაში, ამის საპირისპიროდ რატომ მოხდა?
- ადამიანების რაღაც კატეგორია ამბობს, რომ ამ გადაცემას არ უყურებს, თუმცა, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ყველა უყურებს. მიუხედავად ცუდი კომენტარებისა, ქუჩაში ერთი ადამიანიც არ შემხვედრია, რომელიც ნეგატიურად მხვდება. თანამშრომლობის კუთხით, ახალ კომპანიებთან მოსალაპარაკებლად რომ მივდიოდი, შთაბეჭდილება რჩებოდათ, რომ მივდიოდი როგორც ცნობილი სახე ტელევიზიიდან და არა, როგორც ჩემს საქმეში საკმაოდ წარმატებული და გამოცდილი კადრი, ამან ცოტა დისკომფორტი შემიქმნა...
- პროექტში შესვლის შემდეგ, ხშირად განიხილავდნენ, რომ არ გქონდა სახლი და მანქანაში გეძინა. ახლა როგორ ცხოვრობ?
- ახლა წყნეთში ვცხოვრობ, ძალიან მშვიდად. ზუსტად ისეთ სახლში, ხალხი რომ ოცნებობს...
- პირად ცხოვრებაში სიახლეებია?
- ახალ ურთიერთობაში ვარ. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც „პრაიმ ჰაუსის“ მეხუთე სეზონში მონაწილეობაზე უარი ვთქვი. ცოტა დავლაგდი და იმ გზის ხელახლა გავლა აღარ მინდა. ვარ ასოციალური, არ ვაპირებ სოციალურ ქსელებში რამის გამოჭენებას. ინტრიგაში არიან, არავინ იცის, ვინ არის ჩემი რჩეული.
- შენს პირად ცხოვრებაში არ შემოვიჭრებით, თუმცა, გვიამბე რამე შენი რჩეულის შესახებ...
- ჩემი სფეროდან არ არის, არც სოციალურ ქსელში არის აქტიური, იმ დონეზე არააქტიურია, მისი სოციალური ქსელებიც რომ შეამოწმონ, ვერაფერს ნახავენ. მანამდეც ასე ცხოვრობდა, ჩემთან ურთიერთობას არ შეუცვლია. მირჩევნია, ასე მშვიდად გავყვე დინებას.
რაც მთავარია, წინა ურთიერთობა განხილვის დონეზე მაინც დასრულდა. ბოლოს, ისეთი ამბები დატრიალდა... ცალკე იუმორისტული სტატიაა დასაწერი.
- გეგმავთ დაქორწინებას?
- ვაპირებთ. ახლა სწორედ ამას ვცდილობთ, რომ სერიოზულ ეტაპზე გადავიყვანოთ ეს ურთიერთობა, ერთად ვცხოვრობთ. საზოგადოება აუცილებლად გაიგებს, ვარ თუ არა ოფიციალურ ურთიერთობაში.
- „პრაიმ ჰაუსში“ ყოფნის დროს, შვილთან დიდ დროს ვერ ატარებდი, როგორი მამა ხარ?
- „პრაიმ ჰაუსის“ პერიოდში იყო გამონაკლისი, რომ მის ნახვას ვერ ვახერხებდი. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი შვილის ჩემთან ყოლას ყოველდღიურად ვერ ვახერხებ. შეუძლებელია, წამოვიყვანო და დავიტოვო 1-2 კვირა, რადგან სპეციფიკურ მოვლას საჭიროებს, თუმცა, ნახვის დონეზე კვირაში 3-4 ჯერ ვნახულობ.
- ახსენე, რომ „პრაიმ ჰაუსისგან“ შეთავაზება მიიღე, უარის თქმის რეალური მიზეზი რა არის?
- თავიდან, ჩემთან კონტაქტზე ვერ გამოვიდნენ, რადგან ტელეფონის ნომერი შეცვლილი მქონდა. შემდეგ ნიკოს დაურეკეს... ჭორები დადის, შედისო, რაც ძალიან მომწონს, შიშში არიან. მეუბნებიან, გავიგეთ, შემოდიხარო, ჩემი უარის არავის სჯერა (იცინის). ამ ეტაპზე, უნდა ამოისუნთქონ, არ ვაპირებ იქ შევლას.
რამდენჯერმე კონკურენტმა ტელევიზიამ დამირეკა, მაგრამ ვცდილობ, „რუსთავი 2-თან“ მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნო. თუ ეს მეგობრობა იქნება ორმხრივი, მაშინ ბოლომდე ამ არხის ერთგული დავრჩები.
- ვის უგულშემატკივრებ ALL STAR-ში?
- დიასასთან, სალომესთან და ნიკოსთან ახლო მეგობრობა მაკავშირებს, გამომდინარე აქედან, ჩემი იქ შესვლით ყველაფრის ერთმანეთში არევა გამოდიოდა და გარდა ჩემი პირადი მიზეზისა, არშესვლა ამანაც განაპირობა. მე მათ კონკურენციას ვერ გავუწევდი.
შესაბამისად, ახლა ამ სამ ადამიანს ვუგულშემატკივრებ.