წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ GWP აბონენტებს აფრთხილებს - მისამართები და აღდგენის დრო

წყალი

ისნის რაიონში, გიორგი ნადარეიშვილისა და ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელი სამუშაოები ჩატარდება. ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ღამის 22:00 საათიდან, 14 თებერვლის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლის გამზირის N71-89 (კენტ ნომრებს), N 98-110 (ლუწ ნომრებს), მოსკოვის გამზირის N1-13 (კენტ ნომრებს), N2-10 (ლუწ ნომრებს), გეთიას, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, სამგორის, მეველეს, გუდარეხის, მახარაშვილის, დიდგორის, წულაძისა და ნადარეიშვილის ქუჩებს, ციხისძირის ქუჩასა და თავის შესახვევებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge