წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

wyali

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

,,7 სექტემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, აფხაზავას ქუჩაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 7 სექტემბერს 00:30 საათიდან 7 სექტემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ლილოს დასახლებას; ჭირნახულის; აფხაზავას; ნამორაძის; სტურუას; გოკიელის, მეფრინველეობის ქუჩებს.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.