„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ჩვენი გიო აღარ გვყავს...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1767898043
უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში. ძლიერი წვიმებისგან წარმოქმნილმა წყალდიდობამ განსაკუთრებით სენაკის მუნიციპალიტეტი დაზარალდა.
წყალმოვარდნების შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც. საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში ხიდები და შიდა გზებიც დააზიანა. ადგილზე მუშაობენ მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები.
სტიქიის ზონაში იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. სენაკის კეთილმოწყობის სამსახური გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ზარალის დამთვლელი კომისია სენაკში დილიდან დაიწყებს მუშაობას.
ძლიერმა წვიმებმა სენაკთან ერთად პრობლემები შექმნა ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში.