1740377316
წყალი ხვალ დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დღეს, 25 მარტს, 11:30 საათიდან ხვალ, 26 მარტის დილის 09:00 საათამდე გაგარინის ქუჩა N1-დან N9-მდე, სამანქანო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას კომპანია დამატებით გაავრცელებს.