წყალი ხვალ დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოსახლეობას წყალმომარაგების შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, კრწანისისა და გლდანის რაიონებს წყლის მიწოდება შეუწყდება.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, კრწანისისა და გორგასლის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 13 ოქტომბერს საღამოს 22:00 საათიდან 14 ოქტომბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

კრწანისის რაიონში:

კრწანისის ქუჩას გასავლებით და ჩიხებით, მეფე სოლომონ მეორეს, კახაბერ კაციტაძის, ორთაჭალის N 75-125 (კენტებს), N 60-134 (ლუწებს), ალიოშა ჯაფარიძის,  გრიგოლ ვოლსკის, წინანაურის ქუჩებს.

ხვალ, 13 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის III მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ  წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 13 ოქტომბერს საღამოს 23:00 საათიდან 14 ოქტომბრის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის III მიკრორაიონს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge", - აღნიშნულია ინფორმაციაში.