წყალი 9 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები

წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, სამგორის რაიონში, ვარკეთილის II მ/რ, N18-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას დღეს 23:00 საათიდან 25 თებერვლის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილის II მ/რ N 1,1ა,10,11,12,13,14,15,16,17,18,19,20,21,22,23.