წყალი 9 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ჯივიპის“ განცხადებაშია ნათქვამი, ნაძალადევის რაიონში, ლაითურის ქ. N64-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.

„სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ხერთვისის, გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანიის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის მთის, ლოტკინის ხევის, ზედამზის ქუჩებს“.