1787817936
წყალი 18:00 საათამდე შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, ვ.დარასელიას ქ. N8ა-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
„სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00 საათიდან, 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გაგარინის N1-29 (კენტებს), ოჩამჩირის, დარასელიას, ქანთარიას, სოკრატ არშბას, აკაკი გახოკიძის, შარტავას, პეკინის გამზ.N 43, კანდელაკის N1 2 3, ისაკაძის N 1, 2, 3, 4, 6 ქუჩებს.











