წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები

წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალი შეუწყდება:

საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის N14გ-თან ქსელზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას, დღეს 23:00 საათიდან 21 მარტის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბუდაპეშტის N13-29(კენტებს), N14-44(ლუწებს), ონიაშვილის N61-87 (კენტებს), N64-80 (ლუწებს), ლვოვის N 81-97 (კენტებს), ვაზისუბნის (ისაკაძის) N79-139 (კენტებს), N78-138 (ლუწებს), ბუდაპეშტის 1-ლი შესახვევი. მეგრელაძის, დელისის ყველა ქუჩას (ჯებაშვილის), ზალდასტანიშვილების, ვ. ჩიქოვანის, ნუცუბიძის N1-47 (კენტებს), N2-32 (ლუწებს) და ნადარეიშვილის ქუჩას.

სამგორის რაიონში,  სოფ.გამარჯვებაში ქსელზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 23:00 საათიდან  15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სადგური ველს, სოფ. გამარჯვებას, სოფ.ჭალას, სოფ. გაჩიანის, სოფ. ახტაკლიას, სოფ. კარატაკლიას, სოფ. ფოლადაანთკარს, 360 -ე კილომეტრს, გვაზავას და ცაცა ამირეჯიბის ქუჩებს.