1728312638
„ცვლილებები მთავარ არხში“ - ნახეთ რას წერს ნიკა გვარამია
„მთავარი არხი ახალ სეზონს განახლებული ბადით ხვდება. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი შენარჩუნებულია. იქნება ახალი და საინტერესო პროექტებიც.
დღეს შევჩერდები მხოლოდ ცვლილებებზე ახალი ამბების და ტოკშოუების მიმართულებით“,- წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.
1. გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა გიორგი გაბუნია.
2. „პოსტფაქტუმს“ წაიყვანს მიხეილ სესიაშვილი. „პოსტფაქტუმის“ ჯგუფს შეემატა ბექა ყორშიაც.
3. შაბათის ფორმატი აქამდე არსებული სახით, დაიხურა. მის ნაცვლად შემოგთავაზებთ ახალი ამბების გამოშვებას, საინტერესო ფორმატით. გადაცემას წაიყვანს თამარ ბაღაშვილი.
4. გამომდინარე იქიდან, რომ თამარ ბაღაშვილი „ცხრიანი მთავარის“ წამყვანია, დაიხურა „დებატები თამარ ბაღაშვილთან“.
5. შეიცვალა ჩემი გადაცემის ეთერში გასვლის დროც. მთავარი აქცენტები იქნება ხუთშაბათობით 22:00 საათზე. პროექტი „ხალხის ხმა“ დაიხურა, ხოლო მთავარი გოგოები იქნება კვირას, 23:00, „პოსტ ფაქტუმის“ შემდეგ.
სხვა სიახლეებზე მოგვიანებით გაცნობებთ.
გმადლობთ, რომ გვიყურებთ“, - წერს ნიკა გვარამია.