1770743848
წვიმა, თოვლი, ნალექი - ნახეთ ამინდი ქალაქების მიხედვით
11 თებერვალს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +10 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 4. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +10, ღამით კი 4 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვას ვარაუდობენ, დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში თოვლია მოსალოდნელი, ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით +6 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში თოვლს ელოდებიან დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში დღისით თოვლი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი.
ბორჯომშიც მოთოვს, +2 იქნება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +3 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვს გუდაურში, დღის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება.
თოვლია ომალოშიც დღისით -3, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში თოვლიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღე იქნება თელავში, +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც თოვლია. დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში თოვლია ნავარაუდები, დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მოსალოდნელია მცირე ნალექი თოვლის სახით და ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.











