წვიმა, ელჭექი და სეტყვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

წვიმიანი ამინდი

საქართველოში ზაფხულის ბოლო დღე კვლავ არამდგრადი ამინდით ჩაივლის - წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა და ძლიერი ქარი, შემდეგ კი ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

1 სექტემბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონებში კვლავ შესაძლებელია წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო დასავლეთ ნაწილში ამინდი უფრო ნოტიო და ცვალებადი იქნება.

2 სექტემბერს ტემპერატურა კიდევ მოიმატებს და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგიერთ ადგილას +28 გრადუსს მიაღწევს. დღის განმავლობაში ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმისა და ელჭექის ალბათობა კვლავ შენარჩუნდება.