„წუხელ დაიჭირეს ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი! თეთრად გავათენე, მაგრამ ფეისბუკში ვერ შევედი...“ - რას წერს ეკა კუპატაძე

ეკა კუპატაძე

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მსჯავრდებულების შეყვარებულების დაკავების შემდეგ, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„წუხელ დაიჭირეს ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი! საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის გიგა ავალიანის მკვლელებს! საქართველოვ, მადლობა ამ გიჟურ ომში თანაბრძოლისთვის! თეთრად გავათენე, მაგრამ ფეისბუკში ვერ შევედი. თუმცაღა გავიგე, რომ „ნიაკოს“ დამცველები გასჩენია. ლეკიშვილის მიზანი მიღწეულია - თქვენ მის ანკესს ნამდვილად წამოეგეთ. ვინც ვერ ერკვევით, განგიმარტავთ:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მიხედვით: „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა, მას ბრალდება უნდა წარედგინოს“. ბრალდებულის დაკავებას კი, რომელიც მოსამართლის განჩინებით ხდება, „დედის“ ტანტრუმი ვერ უშველის. ჩემთვის ნია იმნაძე „არაშრულჭლოვანი“ კი არა, მკვლელია. დიახ, მე ვარ სუბიექტური, მაგრამ 10 თვეა ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო და ობიექტურად შევაფასო მოვლენები. იმნაძე-ნავროზაშვილები არიან მანიპულატორები. სწორედ ასეთი მანიპულაციებით მოაკვლევინეს სისხლისმსმელ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ჩემი სპეტაკი შვილი.

რაც შეეხება დაკავების ამსახველ კადრებს, მე ვფიქრობ, მთელმა საქართველომ ერთი და იგივე კადრები ნახა. მე ვნახე ნია იმნაძის ადვოკატის გიორგი ლეკიშვილის პირდაპირი ჩართვა, სადაც ჩანდა თამუნა ნავროზაშვილის ისტერიკების ფონზე წყნარად მდგარი პოლიცია და შილაკწასმულ თითებში მშვიდად თავჩარგული „ნიაკო“, რომელსაც ადვოკატი დროდადრო თავზე უსვამდა ხელს. სხვა კადრები თუ არსებობს, ჩამიგდეთ. ძალას მოვიკრებ და ამ ვიდეოს ანალიზს დავდებ მათთვის, ვისაც იქ მხოლოდ ნავროზაშვილის ჩხავილი ესმის და ანალიზი არ შეუძლია.

ისე, ჩემთვის ნავროზაშვილის ჩხავილზე მძიმე მოსასმენი 2 დღის წინ, შუაღამით, გიგას საფლავზე ნიკას ზლუქუნი იყო:

— „გიგა მენატრება, დეეე, მინდა შევეხო, ამოვთხაროთ, რა“.

ვისაც გგონიათ, რომ არასწორს ვამბობ და ამ წინადადებით უბრალოდ ფსიქოლოგიურად ვძალადობ თქვენზე, კამერის ჩანაწერს ჩაგიგდებთ პირადში და მოისმინეთ.

გიგა ავალიანის სამართალი დადგება სრულყოფილად! #ვფიცავ_გიგა_ავალიანის_სიცოცხლეს!

P.S. შემომივიდა უთვალავი მესიჯი. ამ ორ დღეში აუცილებლად გიპასუხებთ ყველას, წავიკითხავ ყველა კომენტარს ყველგან“, - წერს ეკა კუპატაძე.