საქართველოს ელექტროსისტემა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1785952261
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საინკასაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ინკასაციის სამმართველოში მონიტორინგის ახალი სისტემა დაინერგა.
გიორგი ალადაშვილი მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო და სისტემის ფუნქციონირებისა და შესაძლებლობების შესახებ, სამმართველოს ხელმძღვანელი პირებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.
აღნიშნული სისტემის მეშვეობით, მონიტორინგის ჯგუფი, ინკასაციის ეკიპაჟების მიერ დადგენილი უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად, მარშრუტებისა და სამსახურეობრივი ინსტრუქციების დაცვის მუდმივ კონტროლს უზრუნველყოფს.
ამასთან, მონიტორინგის ჯგუფი საინკასაციო ავტომანქანების გადაადგილებისა და მუშაობის პროცესს აკონტროლებს, რეალურ დროში ახორციელებს ვიზუალურ დაკვირვებასა და GPS მონიტორინგს.