1727944755
PHOTO: სტიქიის პირველ წუთებში გადაღებული აქამდე უცნობი ფოტო - „როგორ უნდა დავივიწყოთ ეს კოშმარი... მახსოვს მთა, რომელიც მოგვდევდა“
შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელის მისი ინფორმაციით ჩეხი ტურისტების მიერაა გადაღებული და ასახავს სტიქიის პირველ წუთებს:
„რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვიაზრებ შოვის სტიქიის სიმძაფრეს. დღეს მთელი დღე შოვზე მეფიქრება და გადავწყვიტე რუკაზე მომეძებნა ადგილები სად ვიყავით და რამდენი ვირბინეთ და რეალური სურათი უბრალოდ წარმოუდგენელია.
წითლად მონიშნულია ადგილი სადაც ოჯახური პიკნიკი გვქონდა სტიქიის დაწყების დროს და ყვითლად ჩვენი სირბილის ტრაექტორია. არ მჯერაა!! ჩვენი სირბილის პარალელურად მიქონდა მამისონის და სხვა კოტეჯები. ამ დაღმართზე შოთა ბავშვით ხელში მორბოდა!
მახსოვს გზაში დაცემა და წამოდგომის მომენტში ერთი წამით დანახული მთა, რომელიც მოგვსდევდა...
მერე გადახტომა საშინელ მწვანე ღობეზე და ბოლოს მივაღწიეთ კალცის ხიდზე, სადაც უკვე მეწყერი ჩვენც მოგვწვდა... ჩემი ქმარი ჩემი გმირია, სასწაული შეძლო! ამ უბედური სტიქიიდან კოტიკო ისე გამოიყვანა, რომ ნაკაწრიც არ ჰქონდა! არ მაძლევდა დანებების საშუალებას და ზურგზე მოსმულ ბავშვთან ერთად ლაფში მუხლამდე ჩაფლული ამოვყავდი...
როგორ უნდა დავივიწყოთ ეს კოშმარი“.
ასევე ნახეთ:
“მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნით აწერია ალინა…” - რას წერენ ზაზა მესხზე
“მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, რომელიც დიდი ალბათობით ზაზა მესხისაა” - რას წერს მესხის ყოფილი მეუღლე