„ცოლისგან ფეხმძიმე მამამ იმშობიარა - ჩვილი თავს კარგად გრძნობს“ - ნახეთ, წყვილის უნიკალური ფოტო კადრები

png

ტრანსსექსუალი წყვილი მშობლები გახდნენ. ბავშვის ბიოლოგიური მამა დედაა, ხოლო დედა - მამა. უცხოური მედია და სოციალური ქსელები ამ ისტორიამ "ააფეთქა". 

ვინ არიან რობერტო ბეტე და ერიკა ფი?

ერიკა ფი და რობერტო ბეტე ტრანსსექსუალი წყვილია. რობერტო ბეტე ბრაზილიელი ტრანსსექსუალი ტელევარსკვლავია, რომელიც ქალი იყო და მამაკაცი გახდა. წყვილი Instagram-ზე საკმაოდ აქტიურები არიან და დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ.

"ერიკა ფი მუდამ მზადაა დაეხმაროს ნოეს ცხოვრების ყველა ნაწილში, ის განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა". - წერს გამოცემა. 

როგორც უცხოური მედია გამოცემა წერს, რობერტო ბეტე და ერიკა ფი ცოლ-ქმარი არიან, ისინი პატარა ნოეს მშობლები გახდნენ. 

 

წყვილმა ცნობილი ბრენდის Calvin Klein-ის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ორსული ტრანსსექსუალი მამაკაცი გადაიღეს. 

წყვილმა ფოტოები ბრენდისთვის დამახასიათებელი საცვლებით: შავი ბოქსის თეთრი ლენტით გაწყობილი ტრუსი და იგივე დიზაინის მოკლე ტრუსი გადაიღო.

რობერტომ შეთავაზებით ისარგებლა და ფოტოობიექტივის წინ მისი მუცელი  ფართო საზოგადოებას უჩვენა, ამაზე მან განაცხადა:

"ჩვენ შეგვიძლია გამრავლება ბიოლოგიურად ან გულიდან... ჩვენი როლი სამყაროში არის გვიყვარდეს და ვუყვარდეთ."

თავად ბრენდმა Calvin Klein-მა ამ ფაქტს რამდენიმე სიტყვაც მიუძღვნა:

"დღეს, ქალებს და დედებს მხარს მთელ მსოფლიოში ვუჭერთ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, ახალი ოჯახების რეალობას“, - წერს ბრენდი თავის აღწერაში. 

ფოტო-კამპანიამ საკმაოდ დადებითი გავლენა მოახდინა სოციალური ქსელის მომხმარებლებზე და პოსტზე თითქმის 30 000 მოწონება დააგროვა.

რობერტო ბეტეს Instagram-ის საკუთარ გვერდზე 35 500-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც  გამომწერებს სელფებს, შეყვარებულის ფოტოებს და სხვადასხვა პოსტებს, ასევე ორსულობის პროცესს და მუცლის ზრდის ეტაპებს უზიარებდა.

ცნობისთვის, ტრანსსექსუალს უწოდებენ ადამიანს, რომლის გენდერული იდენტობაც არ შეესაბამება მისთვის მინიჭებულ ბიოლოგიურ სქესს და რომელიც იმისთვის, რომ მიიღოს გენდერი, რომელთანაც იდენტიფიცირდება, იცვლის სქესს, როგორც წესი, სამედიცინო საშუალებებით (ჰორმონული თერაპიით ან სქესის შეცვლის თერაპიით). ტრანსსექსუალი ზოგადად ტრანსგენდერის ნაირსახეობად მიიჩნევა, თუმცა ზოგიერთი ტრანსსექსუალი თავს ტრანსგენდერად არ აღიარებს.