ცნობილია ვარკეთილში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა

მიშო

მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს გარდაცვლილი 26 წლის მიშო ქავთარაძეა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძიმედაა დაჭრილი გარდაცვლილის მამა და მეზობელი. 

„არ ვიცი, რა უნდა დავწერო შენზე წარსულში. სიტყვები აღარ მაქვს ... ჩემი უსაყვარლესი მოსწავლე“

„ჩემო სიცოცხლე, ორი ძმა მყავდით სულ და მარტო დაგვტოვე მე და ლევანი! მოგვიკლეს შენი თავი და ყველას გულები თან გაიყოლე!!“

„პირველად დამტოვე მარტო, შენ სულს ვენაცვალე, შევხდებით ზემოთ“- წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.