ცნობილია თბილისის ადგილი მსოფლიოს საცობების რეიტინგში

საცობი

თბილისი საცობების ინდექსში 340 ქალაქს შორის 171-ე პოზიციას იკავებს - ამის შესახებ ნათქვამია კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს 2026 წლის განახლებულ რეიტინგში.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა ნაკლებად გადატვირთულია, ვიდრე მოსკოვში, ბაქოსა და ანკარაში. ამასთან, საქართველოს მეზობლებს შორის ყველაზე თავისუფალი საავტომობილო გადაადგილება სომხეთის დედაქალაქ ერევანში ფიქსირდება.

Numbeo-ს რეიტინგის მიხედვით, მეზობელი ქვეყნების დედაქალაქების მდგომარეობა ასეთია: რუსეთი (მოსკოვი) 28-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი (ბაქო)  143-ე, თურქეთი (ანკარა)  146-ე, საქართველო (თბილისი)  171-ე, ხოლო სომხეთი (ერევანი)  273-ე პოზიციაზე.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 340 ქალაქს შორის ყველაზე ინტენსიური საავტომობილო მოძრაობა ლაგოსში (ნიგერია) ფიქსირდება, ხოლო ყველაზე ნაკლები საცობებია ტარტუში (ესტონეთი).