ცნობილია, როგორი მატარებელი მომსახურება მგზავრებს თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით

მატარებელი, თბილისი-ოზურგეთი

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მგზავრებს 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი მატარებელი მოემსახურება.

„ძვირფასო მგზავრებო!

გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს.

სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება.
მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს:

თბილისიდან გასვლა – 09:00

ოზურგეთში ჩასვლა – 16:18

ოზურგეთიდან გასვლა – 08:40

თბილისში ჩასვლა – 16:00

ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარი.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და ონლაინ ვებგვერდზე: gr.com.ge

მცირედი ცვლილება თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე:

ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ.

რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე გადაჯდებიან №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებში, რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს.
რიონი-ქუთაისი 1 მატარებლის მგზავრობის საფასური – 0,50 თეთრი.
 

დამატებით შეგახსენებთ, რომ gr.com.ge ვებ-გვერდზე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873) და თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869) მატარებლის ბილეთები.

გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას!“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.