სტიქია კახეთში - რა ხდება ამ დროისთვის ადგილზე
1765709268
საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით დაისვენებენ.
ამასთან, საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღები მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული და სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან 15 ივნისის ჩათვლით გრძელდება.
ამავე ბრძანების შესაბამისად, საჯარო სკოლებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. „თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდეს 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ასევე დაგაინტერესებთ:
“ეშმაკის საქმეს აკეთებთო, მომარტყა ცხვირში" - იაგო ხვიჩიას მოქალაქე თავს დაესხა
"მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს ცალ-ცალკე გვიწევდა ცხოვრება..." - სალომე უშხვანი პირადზე