15 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის განსხვავებული წესი იმოქმედებს - დეტალები
1751710205
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, აზარტული და მომგებიანი თამაშობების აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით, ინფორმაცია 1 449 124 პირის შესახებ არის შეტანილი.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 1-ელი მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები.
აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა. შეიზღუდა წვდომა ონლაინ თამაშებზე და ონლაინ კაზინოებით სარგებლობა აეკრძალათ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ პირებსა და საჯარო მოხელეებს.
ასევე, პროვაიდერებს აეკრძალათ უცხოური სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ მომხმარებლების მიერ გადახდების განხორციელება.